დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი "საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ" გამოაქვეყნა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, ეს არ არის სარჩელის დასაშვებობის ან არ დაშვების შესახებ პასუხი.
კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქმეს პლენუმი განიხილავს.
"ლექციიდან გამოსულს აფეთქებული ტელეფონი დამხვდა. ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი. საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი.
ჯერ არც საოქმო ჩანაწერი მიუღია და არც განჩინება. ანუ დასაშვებობის პასუხი არ ვიცით.ვიცით მხოლოდ ის რომ საქმეს პლენუმი განიხილავს და მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება." - წერს ვახუშტი მენაბდე.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა