ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს, მეექვსეკლასელი გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს მოზარდი პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი დაზიანება აქვს, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.




