პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა." - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.