მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის   იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარედგინება.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში იმპიჩმენტზე განმარტებას აქვეყნებს. 

"იმპიჩმენტზე ცოტა რამ რიცხვებში (უკეთ აღსაქმელად):
1. იმპიჩმენტს აღძრავს მინიმუმ 50 პარლამენტარი და აგზავნის საკონსტიტუციო სასამართლოში;
2. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 1 თვეში;
3. სასამართლოში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად საჭიროა 9-დან 6 მოსამართლის დასტური;
4. დადებითი დასკვნის შემთხვევაში პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს 2 კვირაში;
5. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა;
6. იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები იმართება 45 დღეში;
7. ახალ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია;
8. კოლეგიაში შედის: 150 დეპუტატი და აჭარის და (1) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს + (2) საკრებულოების დელეგატები არჩევნების შედეგების პროპორციულად (ორივე ერთად 150);
9. პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 წევრის თანხმობა პირველ ტურში, თუ პირველში ვერ აირჩა მეორეში უკვე ისაა გამარჯვებული ვინც მეტ ხმას მიიღებს." - წერს ვახუშტი მენაბდე "ფეისბუკში".