მსოფლიო ჩემპიონატამდე 17 დღით და H ჯგუფის პირველ მატჩამდე 21 დღით ადრე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ის 26 ფეხბურთელი დაასახელა, ვინც განაცხადში შეიყვანა.

მადრიდში, ესპანურ სატელეკომუნიკაციო ბრენდ Telefónica-ს  Movistar Space-ში, ვიდეო პრეზენტაციაზე, რომელსაც მეფე ფილიპე VI უძღვებოდა და თვალს 100-ზე მეტი ჟურნალისტი და 60 აკრედიტებული მედია ადევნებდა, დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების განაცხადში შეყვანილი 26 ფეხბურთელი დაასახელა.  

ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ გუნდში არავინაა მადრიდის „რეალიდან“.



მეკარეები
უნაი სიმონი („ატლეტიკი“), დავიდ რაია („არსენალი“), ჟოან გარსია („ბარსელონა)

მცველები
მარკ კუკურელია („ჩელსი“), ალეხანდრო გრიმალდო („ბაიერი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ემერიკ ლაპორტი („ატლეტიკი“), მარკ პუბილი („ატლეტიკო“), ერიკ გარსია („ბარსელონა“),  მარკოს ლორენტე („ატლეტიკო“), პედრო პორო („ტოტენჰემი“)

ნახევარმცველები
პედრი („ბარსელონა“), ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი („არსენალი“), გავი („ბარსელონა“) როდრი („მანჩესტერ სიტი“), ალექს ბაენა („ატლეტიკო“), მიკელ მერინო („არსენალი“)

თავდამსხმელები
მიკელ ოიარსაბალი („რეალ სოსიედადი“), დანი ოლმო („ბარსელონა“), ნიკო უილიამსი („ატლეტიკი“), იერემი პინო („კრისტალ პალასი“), ფერან ტორესი („ბარსელონა“), ბორხა იგლესიასი („სელტა“), ვიქტორ მუნიოსი („ოსასუნა“), ლამინ იამალი („ბარსელონა“) 

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში კაბო-ვერდესთან, საუდის არაბეთთან და ურუგვაისთან ერთად ითამაშებს. იგი პირველ შეხვედრას 15 ივნისს კაბო-ვერდესთან გამართავს.