თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება. 

"სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Metromoney-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა." - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.