გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ერისთავის თეატრში გაიმართა ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი ამერიკიდან მოწვეული სტუმრების, გრემის მფლობელი ვარსკვლავების, არი ჰონიგისა და ბამ როდრიგესის თანამონაწილეობით.

კონცერტზე შესრულდა საგუნდო კომპოზიციები ერთობლივი ალბომიდან, რომელიც  2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა.

პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათაშორისი კავშირების გამოვლენას, ქართული მრავალხმიანობის ახლებურად გააზრებასა და თანამედროვედ აჟღერებას ემსახურება.

ორგანიზატორები:

სსიპ გორის ქალთა კამერული გუნდი

გორის მუნიციპალიტეტის მერია

ერისთავის თეატრი