ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჭამიასერი-ქვემოხეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.

ასევე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქვემოხეთში, ამაღლების ტაძრის  მიმართულებით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აღნიშნული გზების რეაბილიტაციისთვის ჯამურად  495 000 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.