შუახევში, სოფელ ნიგაზეულის ცენტრალურ გზაზე, ქვათაცვენის პროცესი განვითარდა. შემთხვევა, გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

სოფელს აქვს ალტერნატიული მისასვლელიც, თუმცა შემოვლითი გზა საკმაოდ შორია. ამ დროისთვის ტერიტორია ლოდებისგან გასუფთავებულია, გამწმენდ სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა იყო ჩართული.

„დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში ზომლეთი-ნიგაზეულის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ქვათაცვენა განვითარდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდა გაწმენდის სამუშაოები და უმოკლეს ვადაში აღდგენილი იქნა საავტომობილო მოძრაობა“,- აცხადებენ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პერიოდულად ვითარდება მეწყრული პროცესები, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც ოპერატიულად ახროციელებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.