რამდენიმე საათის წინ, მთაწმინდის ფერდზე, ძლიერი დაკვამლიანებაა გაჩნდა. ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. 

როგორც "აიპრესს" შსსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული. 

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. 

ფოტო არქივიდან.