ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალის N42 კორპუსის მიმდებარედ, 44 მ სიგრძის საერთო სარგებლობის კიბე და ლითონის მოაჯირი მოეწყო.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში დაზიანებული კიბის გამო მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აწუხებდათ, რაც მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივები, ახლა უკვე სრულად განახლებული საერთო სარგებლობის კიბით სარგებლობენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ლირებულება 71 500 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.