ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში კიდევ სამი ლიფტი განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:

სანზონის დასახლება N10ა კორპუსის I სადარბაზო;

გურამიშვილის გამზირი N33ვ კორპუსის II სადარბაზო;

ქვიშხეთის ქუჩა N2 კორპუსის I სადარბაზო.

 

აღნიშნული ლიფტების რეაბილიტაციის შემდეგ, გადაადგილების პრობლემა 75 ოჯახს მოუგვარდა.

შესრულებული სამუშაოების ღირებულება 69 738 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.