გუდამაყრის ქუჩა N2ა-ში, ყოფილი ნევროლოგიური კლინიკის შენობაში ახალი ლიფტი მოეწყო. სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 95 033 ლარი დახარჯა.
ახალი ლიფტი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„ყოფილი ნევროლოგიური საავადმყოფოს შენობაში წლებია ცხოვრობს 330 ოჯახი. მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა აწუხებდათ, რაც მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ადგილობრივები ახლა უკვე კეთილმოწყობილი ლიფტით სარგებლობენ და გადაადგილების პრობლემა სრულად მოგვარებულია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
პროექტი გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა.