ნაძალადევის რაიონში, ჭოლა ლომთათიძის II შესახვევი, I ჩიხი N8-ში გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 13 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდა და ასევე, გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი მოეწყო.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც აუცილებელი გახდა საყრდენი კედლის მშენებლობა. ამ პროექტით ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდა და უსაფრთხო გახდა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 47 000-მდე ლარი გამოყო.