იმედის“ თანამშრომელმა მიშა თვარაძემ „იმედი LIVE“-ში 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ დარბევის დღე გაიხსენა.

„იმედზე“ თავდასხმა უშუალოდ შენობაში შემოჭრით არ დაწყებულა იმ დღეს [7 ნოემბერს]. ეს იყო ურთულესი დღე. მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა სასტიკი დარბევა და ჩვენი გადამღები ჯგუფები ძალიან რთულ პირობებში მუშაობდნენ. მთელი დღე სასწრაფო სასწრაფოზე შემოდიოდა „იმედში“, ამის კადრებიც არსებობს. მოწამლული ბიჭები, ხელკეტებით ნაცემები გაჰყავდა სასწრაფოს და ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ყველაზე ემოციური ჩემთვის იყო ის, რომ ეს ოპერატორები და ჟურნალისტები ოდნავ როგორც კი სულს მოითქვამდნენ, თვალში გამოიხედავდნენ, ყველა მოვლენების ეპიცენტრში ბრუნდებოდა. ეს სიმამაცე, პროფესიული თავდადება ჩვენთვის იყო ძალიან ემოციური.

რაც შეეხება „იმედში“ შემოჭრას, ისე მოხდა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტალღას შეასკდა. გვქონდა მოლოდინი, რომ საღამოს შესაძლოა მოსულიყვნენ და რაღაცნაირად ვემზადებოდით ამისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ გვეყენა კამერები და თუ შემოიჭრებოდნენ, მაყურებელს ეს ენახა და არ მომხდარიყო ჩუმად. როგორც კი გავიგონე ხმაური და მივხვდი, რომ შემოდიოდნენ, გავიქეცი ამ კამერებისკენ, რომ ჩამერთო და სიგნალი მიმეწოდებინა. როგორც კი გავედი, კარში დამხვდა ავტომატიანი ადამიანი, რომელმაც მითხრა დაწექიო. ძალიან ბევრი ხალხი მახსოვს და ყველაზე რთული რაც მახსოვს, იყო ის, რომ ავტომატიანი ადამიანები მოვიდნენ და ვინც თავზე მედგა, რომ ავხედე, საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა მოყვანილი ავტომატი და ეს ყველაზე შოკის მომგვრელი იყო. იყო სრული ისტერია, გოგოების კივილი, ორსულები, სტაჟიორი სტუდენტები იყვნენ და წარმოუდგენელი რამ ხდებოდა“, - აღნიშნა მიშა თვარაძემოში. 2 მათგანი გასაჩივრდა, თუმცა სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.