დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის შემდეგ თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა ჰარისის საარჩევნო შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო შტაბის დილის 11 საათისთვის, პენსილვანიის შტატის ოლქებში კამპანიის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა 100 000-ზე მეტ კარზე დააკაკუნეს.

ამასთან, პენსილვანიის შტატში დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, გუბერნატორმა, ტიმ ვოლცმა აქცია გამართა, რათა აღნიშნულ მერყევ შტატში ამომრჩეველთა აქტივობა გაზარდოს.

პარალელურად, კამალა ჰარისი ინტერვიუებში მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვესაუბრები ხალხს და ვახსენებ მათ, რომ უნდა გავიდნენ და მისცენ ხმა. მოვუწოდებ ყველას,  დაიმახსოვრონ, რომ ჩვენს დემოკრატიაში ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და თქვენი ხმა არის თქვენი ძალა“, – განაცხადა ჰარისმა რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

თარგმანი: პირველი არხი