19 საათზე მეტია თბილისის სააპელაციო სასამართლო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნების", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საჩივრებს განიხილავს.
ISFED ითხოვს კრწანისი ჩუღურეთის ბათილი ბიულეტენებისა და გორის ბიულეტენების გადათვლას, საია კი ხმის ფარულობის დარღვევაზე დავობს.
მსჯელობის საგანია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს.
მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ხმის მიცემის ფარულობა. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლო მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას.