საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე 22 უწყვეტი საათია მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილება.
🔴 ამ საქმეთა შორის გაერთიანებულია საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293, ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.
🔵 სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითადი კონსტიტუციური პრინციპია, რომ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში, რაც უზრუნველყოფს პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფას. გონივრული ვადა მიემართება, როგორც საქმის განხილვის სრულ დროს, ისე საქმის განხილვის სხდომის დროს.
🔴 თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე სხდომა, რომელიც ახლა 22 უწყვეტ საათს აჭარბებს, ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას.
🔴 გარდა ამისა, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადები, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.
🔴 სასამართლო პროცესის ამგვარი წარმართვა ვერ აკმაყოფილებს როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის (ECHR, ICCPR) სტანდარტებს, რითიც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება.
🔴 უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არ ქონა კი, პირდაპირ გავლენას ახდენს სადავო უფლების, ამ შემთხვევაში, საარჩევნო უფლების დაცვაზე, რითიც ამ უფლების ეროვნულ დონეზე დაცულობის არსს არარად აქცევს.
🔴 შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეების გაერთიანების გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა რომელიმე მოსამართლის მიერ სასამართ