აშშ-ის ზოგიერთ შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა და ცნობილი გახდა პირველი წინასწარი შედეგები
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ინდიანის შტატში (11 საარჩევნო ხმა) დათვლილია ხმების 18% და დონალდ ტრამპს უჭერს მხარს ამომრჩეველთა 61,6%, კამალა ჰარისს კი 36.9%.
კენტუკის შტატში (რვა საარჩევნო ხმა) ხმების 21%-ის დათვლის შემდეგ ასევე დონალდ ტრამპი ლიდერობს. მას მხარს ამომრჩეველთა 62,3% უჭერს, კამალა ჰარისს კი 36,4%.
ვერმონტის შტატში (სამი საარჩევნო ხმა) ხმების 7%-ის დათვლის შემდეგ 65,2%-ით წინ კამალა ჰარისია, დონალდ ტრამპს აქ 32%-მა დაუჭირა მხარი.
ფლორიდაში (30 საარჩევნო ხმა) ხმების 72%-ის დათვლის შემდეგ 54,1%-ით დონალდ ტრამპია წინ, კამალა ჰარისს ხმების 45,1% აქვს.
ჯორჯიაში (16 საარჩევნო ხმა) ხმების 9%-ია დათვლილი. დონალდ ტრამპს 60,9% აქვს, კამალა ჰარისს კი 38,6%.
სამხრეთ კაროლინაში ხმების 4%-ია დათვლილი. დონალდ ტრამპს მხარი 58,5%-მა დაუჭირა, კამალა ჰარისს კი 40,6%-მა.
ნიუ ჰემფშირში (4 საარჩევნო ხმა) ხმების 4% დაითვალეს. 56,3%-ით წინ კამალა ჰარისის. დონალდ ტრამპს ხმების 42,6% აქვს.