საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი თამაშის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ გადაცემულ ფულად ჯილდოზე „იმედის კვირაში“, საუბრობს და ამბობს, რომ პრემიები ფეხბურთში მიღებული პრაქტიკაა. მისვე თქმით, ხშირად ცდილობენ ფეხბურთელების განცხადებას პოლიტიკური სარჩული მიაკერონ, თუმცა ნაკრების წევრები თავიანთ საქმეს პოლიტიკის მიღმა აკეთებენ.

„დაფასება ყველა ადამიანს სჭირდება, როგორც ჯილდოთი, ასევე ფინანსურად. გასაგებია, რომ ჩვენ გასამრჯელოს ვიღებთ გაწეულ შრომაში, მაგრამ ფეხბურთში პრემიები მიღებული პრაქტიკაა. ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით.

ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს ნებისმიერ განცხადებას გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩულს აბამენ და ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ, თუმცა ჩვენ გვინდა ამ პოლიტიკის მიღმა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუსგან", ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო - აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს