უეფას ევროპა ლიგის გათამაშებაზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი" გლაზგოს ესტუმრა და „რეინჯერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე მინდორზე არ გამოჩენილა.
რიგაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლაშა ოდიშარიამ (Flashscore-ს შეფასება 7,5) „გალათასარაის" გაუტანა გოლი, რომლის წყალობითაც მასპინლებმა ქულა მოიპოვეს.
„რეინჯერსი" - „ლიონი" 1:4(1:3)
„რიგა" - „გალათასარაი" 2:2(1:2)
„პორტუ" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 3:3(2:2)
„პაოკი" - „სტიაუა" 0:1(0:1)
„ბეშიქთაში" - „აინტრახტი" 1:3(0:2)
„ტვენტე" - „ფენერბახჩე" 1:1(1:0)
„ატლეტიკი" - „აზ ალკმაარი" 2:0(0:0)
„ელფსბორგი" - „რომა" 1:0(1:0)
„როიალ იუნიონი სენ-ჟილუაზი" - „ბოდო გლიმტი" 0:0
„ვიქტორია" - „ლუდოგორეცი" 0:0
„ყარაბაღი" - მალმე" 1:2(1:1)
„ფერენცვაროში" - „ტოტენჰემი" 1:2(0:1)
„რეალ სოსიედადი" - „ანდერლეხტი" 1:2(1:2)
„ლაციო" - „ნიცა" 4:1(2:1)
„ჰოფენჰაიმი" - „დინამო" კიევი 2:0(1:0)
„ოლიმპიაკოსი" „ბრაგა" 3:0(1:0)
„სლავია" - „აიაქსი" 1:1(0:1)
„მაკაბი" თელ-ავივი - „მიტიულანდი" 0:2(0:1)