ფოტოზე ასახულია ტალინში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა და მისი ერიკ კროსთან შეხვედრის ამსახველი კადრები 2019 წელს.

ეს სწორედ ის ერიკ კროსია, რომელიც დღეს, 3 ოქტომბერს, სტრასბურგში, 30 სექტემბერს დაწყებულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, დელეგატთა შორის საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო დოკუმენტის გავრცელებას და მასზე ხელმოწერების შეგროვებას შეეცადა.

PACE-ს ესტონეთის დელეგაციის წევრის, ერიკ-ნილს კროსის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“ ნათქვამია:

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერები ვაცხადებთ შემდეგს:

საქართველოდან მოდის საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მოსაპარად.

ეს მოიცავს დაშინების მასიურ კამპანიას, მიმართულს ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა შენობები დარბეულია და რომელთა ოჯახებიცს საფრთხის ქვეშ იმყოფებიან აშკარა დაუჯელობის გარემოში. ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს ოპოზიციის აქტივისტებზეც.

ამომრჩევლებს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ხმის მიცემის საიდუმლოებას: „მთავრობა გაარკვევს, ვის მისცეს ხმა და ამას ექნება შედეგები“.

დაბოლოს, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლახან მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.”

განცხადებას ხელს 24 კაცი აწერს PACE-ს 612 დელეგატიდან.



ესტონეთის დელეგაციის წევრი, ერიკ-ნილს კროსი, 1990-იან წლებში დიპლომატიურ სამსახურში იყო, 1995 წლიდან კი დაზვერვის სამსახურში. ამის შემდეგ იგი იყო პრეზიდენტ ლენარტ მერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ესტონური პრესის თანახმად, იგი დაეხმარა საერთაშორისო ძებნაში მყოფ იტალიელ თაღლითს და მან ესტონეთის საზღვარი მოგონილი სახელით და გვარით გადაკვეთა. რიიგიკოგუს უსაფრთხოების კონტროლის კომისიის და პრესის წინაშე კროსმა თავისი საქციელი გაამართლა ესტონეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

კომისიის თავმჯდომარემ კოიტ პიკარომ კროსის საქციელს არაპროფესიონალური უწოდა განცხადებას კი მიზანმიმართული სიცრუე და განაცხადა: „ჩემი პირადი აზრია, რომ მომავალში კროსი მომავალში შორს უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო საიდუმლოებისგან".

საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, კროსმა დააარსა საკონსულტაციო კომპანია Trustcorp, რომელიც თავდაპირველად ერთი კაცის კომპანია იყო. Trustcorp-ის მეშვეობით, კროსმა კონსულტაცია გაუწია უცხო ქვეყნებს, მათ შორის ალბანეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს და ერაყს (ასევე ქურთისტანის რეგიონს), ძირითადად ევროკავშირისა და ნატოს საკითხებში.

2007 წლიდან კროსი იყო საქართველოს მთავრობას მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების, მედიასთან ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ესტონური პრესის თანახმად, ამ წელს მისი კომპანიის ბრუნვა 70%-ით გაიზარდა, მოგება კი 56%-ით. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფს საინფორმაციო საკითხებში.

2013 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იგი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

2015 წლიდან ერიკ-ნილს კროსის არის რიიგიკოს დეპუტატი და PACE-ში ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრი.