სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დიდ მადლობას გიხდით ყველას, ეს ჩვენთვის დაუვიწყარი ემოციებია. ჯერ ვერ ვიაზრებთ, რა ხდება. ზღაპრის ბოლო კეთილიაო და, მართლაც, კეთილია. ზღაპარიც არ ყოფილა, თურმე, სინამდვილე ყოფილა. ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ყველას გაერთიანება, არავინ საუბრობს პოლიტიკაზე, სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა," - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.