საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

"სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის." - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2024 წლის 13 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:  პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 23 მაისით არის დათარიღებული. ირკვევა რომ პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.  

53 კაციანი სიიდან,  პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს. 

პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა. 

პრეზიდენტის 2 განკარგულება - ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების კიდევ 6 წარმომადგენელი დაჯილდოვდა