მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს.
როგორც ცნობილია, გასული წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დაწესებულია მასწავლებლის ეროვნული დღე და ეროვნული ჯილდო.
წელს ხაშურის სასკოლო საზოგადოებამ ეროვნულ პრემიაზე 6 ხაშურელი მასწავლებელი წარადგინა: ნათელა გოგალაძე სურამის მესამე საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის, ქეთევან გოგალაძე - ხაშურის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, ნანა ლორთქიფანიძე მუსიკის მასწავლებელია ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში, ნუნუ ბიბილური სურამის მეოთხე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგია, ნანა ჯოხაძე საქართველოს საპატრიარქოს წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლაში მუსიკას ასწავლის, ანა ტაბატაძე კი ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია.
მუნიციპალიტეტის მერიისგან მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯილდო სწორედ ამ პედაგოგებმა მიიღეს.