კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.
26 წლის მამაკაცის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოთავსების შესახებ, საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. ამ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მკვლელობის მომენტში იყო თუ არა ის შერაცხადი.
მოსამართლის განჩინების შემდეგ, ჯაიანს ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ. 37 წლის ტრანსგენდერი ქალის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.