თბილისის მერმა კახა კალაძემ ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.
 

„მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი საპატიო თბილისელის წოდებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი.

ჩვენ წლების განმავლობაში, როდესაც მე წინა ცხოვრებაში სპორტით ვიყავი დაკავებული, მოგვიწია ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობაც, თამაშიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული, ის დღეს არის ჩვენი თანაგუნდელი, ის ჩვენთან ერთად ტიროდა, რამდენიმე თვის წინ. ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიყვარულის, სიამაყის, ცრემლები იყო, რომელმაც სრულიად საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს. მინდა საპატიო თბილისელის წოდებაზე წარგიდგინოთ ვინი სანიოლი,"- განაცხადა კახა კალაძემ.