_ნაძირალები ყველგან, ყოველთვის და ყველასგან იდეალურ ადამიანურობას - სიკეთეს, სიყვარულს, რწმენას, ემპათიას, შემწყნარებლობას, პატრიოტობას, ღირსებას, სულიერებასა და სამართლიანობას ითხოვენ.
ეს ყველაფერი მათ უკიდურესად აკლიათ, მაგრამ სხვებს ამის მცირე დანაკლისსაც კი არასდროს და არსად ასევე უკიდურესად არ პატიობენ. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
საკუთარ სიტყვებში ცხოვრობენ, თუმცა რეალურად მხოლოდ ბოროტად არსებობენ.
მათ არასდროს შეუგრძნიათ, რა არის ადამიანად ყოფნის ბედნიერება.
საწყალი თავხედები..." - წერს გია მურღულია.