ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა და შემდეგ კენჭისყრა დასრულდა.
გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის წინააღმდეგი იყო 8 ქვეყანა და თავი შეიკავა 55-მა ქვეყანამ.
შარშან რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობამ 107 შეადგინა, წინააღმდეგი იყო 9 და თავი შეიკავა 49-მ.
შარშანდელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა არ შეცვლილა, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა რაოდენობა კი ერთით შემცირდა - გამოაკლდნენ ზიმბაბვე და მალი, დაემატა ბურუნდი - და 2008 წლიდან დღემდე გამართულ კენჭისყრებში ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა
კენჭისყრის შედეგები დეტალურად:
მომხრე (107): ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბადოსი, არგენტინა, აღმოსავლეთ ტიმორი, აშშ, ახალი ზელანდია, ბარბადოსი, ბაჰამები, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია, გაიანა, გამბია, განა, გერმანია, გრენადა, გვატემალა, დანია, დომინიკა, დომინიკანის რესპუბლიკა, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, ზამბია, თურქეთი, იამაიკა, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კამბოჯა, კენია, კვიპროსი, კირიბატი, კოლუმბია, კორეა, კოსტა-რიკა, კოტ-დ'ივუარი, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკი, მალდივები, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიანმარი, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პაპუა-ახალი გვინეა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან-მარინო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საქართველო, სეიშელის კუნძულები, სიერა-ლეონე, სინგაპური, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუისი, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, სომხეთი, სურინამი, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფიჯი, ფინეთი, ჩილე, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ფილიპინები, შვედეთი, ჯიბუტი, ხორვატია, ჰაიტი, ჰონდურასი.
თავი შეიკავეს (55): ალჟირმა, ანგოლამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ბანგლადეშმა, ბენინმა, ბრაზილიამ, ბრუნეი-დარესალამმა, ბჰუტანმა, ეგვიპტემ, ეთიოპიამ, ერაყმა, ერიტრეამ, იემენმა, ინდოეთმა, ინდონეზიამ, ირანმა, ისრაელმა, იორდანიამ, კამერუნმა, კუვეიტმა, ლესოტომ, ლიბანმა, მადაგასკარმა, მალაიზიამ, მავრიტანიამ, მაროკომ, მოზამბიკმა, მონღოლეთმა, ნამიბიამ, ნეპალმა, ნიგერიამ, ომანმა, პაკისტანმა, სალვადორმა, სან-ტომე და პრინსიპმა, საუდის არაბეთმა, სენეგალმა, სერბეთმა, სირიის არაბთა რესპუბლიკამ, ტაილანდმა, ტანზანიამ, ტაჯიკეთმა, ტოგომ, ტუნისმა, უგანდამ, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, ყატარმა, ყირგიზეთმა, შვეიცარიამ, შრი-ლანკამ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ჩადმა, ჩინეთმა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა (8): ბელარუსმა, ბურუნდიმ, ეკვატორულმა გვინეამ, კუბამ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ჩრდილოეთ კორეამ.
არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა/არ იმყოფებოდა დარბაზში (23): ავღანეთი, ბოლივია, ბურკინა-ფასო, გაბონი, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ესვატინი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, თურქმენეთი, კომორები, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლაოსი, ლიბია, მალავი, მალი, ნაურუ, ნიგერი, რუანდა, სამხრეთ სუდანი, სომალი. 
2008-2026 წლების კენჭისყრის შედეგების შედარება გვიჩვენებს, რომ რეზოლუციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი 2025 და 2026 წლებში, ხოლო ყველაზე ნაკლები მოწინააღმდეგე 2026 წელს ჰყავდა.
2026 მომხრე - 107, წინააღმდეგი - 8, თავი შეიკავა - 55;
2025 მომხრე - 107, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 49;
2024 მომხრე - 103, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 52;
2023 მომხრე - 100, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 59;
2022 მომხრე - 95, წინააღმდეგი - 12, თავი შეიკავა - 56;
2021 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 70;
2020 მომხრე - 84, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 78;
2019 მომხრე - 79, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 57;
2018 მომხრე - 81, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 62;
2017 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 61;
2016 მომხრე - 76, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 64;
2015 მომხრე - 75, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 78;
2014 მომხრე - 69, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 79;
2013 მომხრე - 62, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 84;
2012 მომხრე - 60, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 82;
2011 მომხრე - 57, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 74;
2010 მომხრე - 50, წინააღმდეგი - 17, თავი შეიკავა - 86;
2009 მომხრე - 48, წინააღმდეგი - 19, თავი შეიკავა - 78;
2008 მომხრე - 14, წინააღმდეგი - 11, თავი შეიკავა - 105
სულ, 2008-2026 წლებში რეზოლუციას წინააღმდეგ ჯამურად 254 ხმა აქვს მიღებული:
რუსეთი - 19
ჩრდილოეთ კორეა - 19
კუბა - 18
ნიკარაგუა - 18
სუდანი - 18
სირიის არაბთა რესპუბლიკა - 17
ბელარუსი - 16
ზიმბაბვე - 15
ვიეტნამი - 14
ლაოსი - 14
ბურუნდი - 12
ვენესუელა - 12
მინმარი - 11
სომხეთი - 11
ნაურუ - 10
შრი-ლანკა - 6
სერბეთი - 5
სამხრეთ სუდანი - 3
ფილიპინები - 3
ეკვატორული გვინეა - 2
კომორები - 2
მალდივები - 2
მალი - 2
ინდოეთი - 1
ირანი - 1
პაპუა - ახალი-გვინეა - 1
სოლომონის კუნძულები -1
ჩინეთი - 1




