"რეკლამა, აღიარება და გახმაურება სჭირდება სიკეთეს და ნაკლებად - სიკეთის გამკეთებელს.სიკეთის გამკეთებლის თვითრეკლამა კი ცუდი საქციელია." - ფილოლოგ გია მურღულიას ეს პოსტი, სავარაუდოდ, იმ სკანდალურ ვიდეოს უნდა ეხებოდეს, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ქალი ყვავილების გამყიდველ ბავშვს ფულს აძლევა და შემდეგ თავადვე აქვეყნებს ამ ვიდეოს.
"კარგი საქმე თავად და დიდხანს ლაპარაკობს საკუთარ თავზე.სულ სხვა ამბავია მადლიერება - ის ამშვენებს სიკეთეს.სიკეთეშიც, მის გამკეთებელსა და მადლიერების გამომხატველშიც ღმერთი ცოცხლობს.დღეს(აც) გააკეთე სიკეთე - კიდევ ერთხელ ასტუმრე საკუთარ სულს ის, ვინც სიყვარული დაბადა.ცუდად არასდროს დაგიღამდება, თუ მეორე ადამიანისთვის სინათლედ იქცევი." - წერს გია მურღულია.