დაჯილდოვების ცერემონია 26 ნოემბერს საბერძნეთში  გაიმართება. 

დაჯილდოვებას 85 წლის ქართველ ხელოვანთან ერთად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია დაესწრება. Სწორედ ამ დღეს აინთება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი. 

საბერძნეთის ქალაქ ანტიკურ ოლიმპიაში, ჯერ კიდევ 1992 წელს, დაიდგა  Გიორგი შხვაცაბაიას მიერ შესრულებული
,, მშვიდობის ჩირაღდანი“ — ბრინჯაოს ფრთოსანი ქალის ქანდაკება, რომელიც საბერძნეთს ხელოვანმა საჩუქრად გადასცა. 

მადლიერების ნიშნად ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, ქართველი ხელოვანისთვის ანტიკური ოლიმპიას საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. 

გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში,
ტრეტიაკოვის გალერეაში  და კერძო კოლექციებში. აქვს ჭედური ნამუშევრები, მუშაობს მედლის ხელოვნებაში — ორი ბრინჯაოს მედალი დაცულია ნოტრდამის მუზეუმში („მატისი“ და „Vide-Sile“).

საზოგადოება ქართულისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებული ლადო ასათიანის კონკურსის გამარჯვებულისთვის მედალი  სწორედ გიორგი შხვაცაბაიამ შექმნა.