სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს ქართული თეატრის ქომაგის საპატიო წოდება მიენიჭა

დავით ბახტაძეს ეს წოდება იმერეთის თეატრალური ფესტივალი 2025-ის ფარგლებში მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიერ გამორჩეულ მხარდაჭერას ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ.

ინფორმაციას სამტრედიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.