ბიძინა ივანიშვილის ძმა: „ქართულ ოცნებას“ კიდევ ბევრ თანხას შევწირავ, ჩემი ძმაც, რა თქმა უნდა
1617806255
ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან შეწირა "ქართულ ოცნებას" 50 ათასი ლარი და ის და მისი ძმა კვლავ გააგრძელებენ პარტიის დაფინანსებას.
ჟურნალისტი: თანხა შეგიწირავთ 50 ათასი ლარი ქართული ოცნებისთვის
ალექსანდრე ივანიშვილი: კიდე ბევრს შევწირავ
ჟურნალისტი: რას უკავშირდება ?
ალექსანდრე ივანიშვილი: პარტიის გამარჯვებას და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებს.
ჟურნალისტი: გქონდათ კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან? ისიც აპირებს რომ შეწიროს თანხა?
ალექსანდრე ივანიშვილი: რა თქმა უნდა, შეწირავს.




