სამეგრელოს რეგიონში, ცეცხლის 40 კერიდან ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება

1609781538
სამეგრელოს რეგიონში, ცეცხლის 40 კერიდან ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება.
ბოლო მონაცემებით, 11 კერა ლიკვიდრიბულია, 8 მათგანზე კი სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი, ასევე, რამდენიმე ადგილას დაიწვა სახნავ-სათესი სავარგულები, მათ შორის, თხილის პლანტაციები. ძლიერი ხანძრის შედეგად სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც, თუმცა არავინ დაშავებულა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის. ხანძრის ქრობიდ სამუშაოებში,
სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადების გარდა ჩართულია
ეკიპაჟები აჭარიდან, გურიიდან და იმერეთიდან.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა და სასოფლო სამუშაოები სახელდება.
ძლიერი ქარის შედეგად დღეს დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა