"ქრონიკის" ინფორმაციით, პარტია"გახარია - საქართველოსთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა დეპუტატის მანდატებთან დაკავშირებით.
"ქრონიკის" ინფორმაციით, "გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
როგორც ირკვევა გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს.
ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა."
ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი" "გახარია - საქართველოსთვის" დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს:
"ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა! ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!"