ქუთაისის მერიამ პატარებს , ბავშვთა  დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე , ახალგაზრდობის პარკში  უმასპინძლა.

 ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იყო  გასართობი სივრცეები, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა. 

" ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას!
ბავშვები უნდა იზრდებოდნენ    მშვიდობიან,  ჯანსაღ გარემოში და ჩვენ, უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.
ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ჰქონდეს ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში!" - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.