ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.


ახალგაზრდობის სკვერში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო საბრძოლო ტექნიკის გამოფენა. მუნიციპალიტეტში არსებულმა სახელოვნებო,სპორტულმა   და საგანმანათლებლო ააიპებმა შემოქმედებითი კუთხეები  და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. დღესვე გაიმართა მინი ტურნირი ნარდში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში. გამარჯვებული მონაწილეები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ახალგაზრდობის სკვერში, პირველი  პარლამენტარი ქალების ფოტო გამოფენა მოეწყო.26 მაისის აღნიშვნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუსიკოს ზაზა კილასონიას კონცერტით დასრულდა.