"ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა", - ამის შესახებ  ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

მისი განცხადებით, Ipsos-ის კვლევა “ დიფ სთეითის” სატყუარაა და ის უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი.

"რთულია არ დაეთანხმო - ერთი შეხედვით, კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოააშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა - მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ანალიზის გარეშე მოცემულობად მიღება და მით უმეტეს, აღტაცებაიმით, რომ თითქოს, ყველაფერი გამართლდა რასაც ვამბობდით - შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - "დიპ სტეიტის" სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი", - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.