თუ ივანიშვილის დაკრულზე ცეკვა გააგრძელე, რაც არ უნდა კანონი მიიღო, ამას აზრი არ აქვს - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რითაც ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
„პირველი, დეოლიგარქიზაციაზე არის ალბათ, მთავარი განაცხადი და სითამამეზე, რაც გვითხრა, დაახლოებით, ამას შეეფარდება, პირველ რიგში და აქ მთავარი „ქართულ ოცნებაზეა“ პასუხისმგებლობა, რომ მან უთხრათ, რომ თუ გინდათ ცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვიღაცის თითის დაქნევით არ გინდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ეს შენ თვითონ უნდა გადაწყვეტო.
კანონთან მიმართებაშიც სწორი ლოგიკაა - ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს ოლიგარქის მოშორება. თვითმიზანი ეს თუ გაქვს, იმას რაც მოგაშორებს, შემდეგ იმ პროცედურას გამოიყენებ. თვითმიზანი თუ პროცედურის დაკოპირებაა, მაშინ ეს მოტივებს მთლიანად უგულებელყოფს. შენ უნდა გინდოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე არ ცეკვავდე და თუ იმის დაკრულზე ცეკვა გააგრძელე, რაც არ უნდა კანონი მიიღო, ამას აზრი არ აქვს. ამიტომ ეს მინიშნება სწორი იყო. სითამამის ნაწილში მხოლოდ ხელისუფლება იგულისხმა, არ ვიცი,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.