გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ შექმნა პარტია, რომელთან ურთიერთობას, ყველაზე ტოქსიკურ გოგოსთან ურთიერთობა მირჩევნია - ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოკლედ, ყველა იმ ადამიანს, ჟურნალისტს, მეგობარს, თანაპარტიელს, სხვა პრტიელს - ბოდიშს ვუხდი იმის გამო, რომ ვუმტკიცებდი ევროპულ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელიათქო.
მათი ის პოზიცია რომ მე კარგ ამომრჩეველს დავაგროვებ და რაც არ უნდა ცუდად ვიქცეოდე მაინც ხომ დამელაპარაკებით არჩევნების წინ არის სისულელე.
მე ატომისტი ვარ, ვუყურებ ინდივიდებს, სულ რომ ჩემმა ოჯახმა, შეყვარებულმა,ძმაკაცმა, დაქალმა, მთელმა საქართველომ მისცეს ხმა, მე მკიდია. იდეოლოგიური თანხვედრა აფერისტობაა როცა ადამიანს როგორც ღირებულებას ვერ განიხილავ, თუ მას პატივს არ სცემ, შეუძლებელია მისი ავტონომიურობის და უფლებების გესმოდეს.
მოჩვენებითი იდეოლოგიური თანაკვეთა იაგოსთან და ვახოსთან რომ მაქვს ეგეთი უნდა, ოფისში ილია ჭავჭავაძის პოსტერი რომ გიკიდია არ ნიშნავს რომ შენ მისი რამე გცხია.
ჰოდა, იმის მუქარა რომ ხმებს წამართმევ, ისე როგორც ფანდრაიზერი წამართვით და ყოფილი თანაპარტიელი, ღიმილს იწვევს და იცოდეს ევროპულმა საქართველომ აი მარტო მე და ჩელემ, ერთი კამერა და შტატივი რომ დავიჭიროთ, ცოტა ხანს ჭკუა და გონება მაგ კუთხით დავძაბოთ, ვინ ვის რას წავართმევს მაგასაც ვნახავთ.
უბრალოდ ახლა იმის მიზნად დასახვა რომ ევროპულმა საქართველომ კონკურენცია ვერ გამიწიოს არაფრის მომცემია, სხვა ამბიციით ვმოძრაობთ.
გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ შექმნა პარტია, რომელთან ურთიერთობას ყველაზე ტოქსიკურ გოგოსთან ურთიერთობა მირჩევნია.პს. აქეთ დავბლოკე დავასწარი, გშურდეთ“- წერს ცოტნე კობერიძე.