იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე გააძევა.
„დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა შეკითხვა იქნება მოხსნილი იგივე შეკითხვების განმეორების შემთხვევაში“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს.
თავის მხრივ რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით: „რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი და გავა უცხოეთში ამ კანონის მიღების შემდეგ?“