საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში საათ ნახევარი გაგრძელდა.
მშობლებმა შიო მესამეს საკუთარ მოთხოვნები გააცნეს. როგორც ისინი აცხადებენ, პატრიარქთან ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა იყო:
"მის უწმინდესობასთან ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა იყო, ვფიქრობ, რომ იმედიანი. იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება მიღწეული ის გადაწყვეტილებები, რაზედაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაპელირებდით და ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია ამ პრობლემის უმოკლეს დროში გადაწყვეტა. ვგულისხმობ, მედიკამენტების მიღებას. პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით," - აცხადებს მშობელი ზაქარია გვიშიანი.
მშობლების განცხადებით, პატრიარქისგან მიიღეს დაპირება, რომ ხელისუფლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გაივლის კონსულტაციებს და დაეხმარება, მათ შორის ფონდის შექმნაში.
"სამუშაო შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენ, მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე. ამის შემდეგ კი მოხდება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან. საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რომ ის ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის - აღდგეს. პერიოდული კვლევებისა და უფასო გამოკვლევების პროგრამა ძალიან კარგია, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა რაც დღეს გვაქვს, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ამ მხარდაჭერას უკვე ვეღარ იღებენ,"- აცხადებს მშობელი კახა წიქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა












