საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები "იმედი"და "პოსტივი" დაასანქცირა.