ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა: უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის არაოკუპირებული ნაწილი, რაც დონბასის ტერიტორიის 30 პროცენტია. აქ არის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის კრამატორსკი. 2022 წლის აგრესიის შემდეგ, გარდა მარიუპოლისა, რუსეთს ამ სიდიდის ქალაქი არ აუღია. სამხედრო თვალსაზრისით ეს ტერიტორია ფასდაუდებელია, რადგან იქ გადის მთავარი დამცავი ზღუდეები. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"სანაცვლოდ რუსეთი არ მოითხოვს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა და რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით “მიიერთა”, ანუ არაოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმა.
მაშ სადაა გაცვლა? პუტინი გაცვლაში ამას გულისხმობს ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობით, გარდა დონბასისა. სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების( ფაქტობრივად, სოფლების) დაბრუნებასც კი არ აპირებს.
საოცარი ისაა, რომ ტრამპი დათანხდა ამას და ამის შესახებ აცნობა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ერთობლივი სატელეფონო საუბრისას. ზელენსკი დაიბარა ვაშინგტონში.
დასავლური მედია, პოლტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა.
ზელენსკი რა თქმა უნდა ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება.
დაუწესებს ტრამპი რუსეთს სანქციებს თუ თავის წარუმატებლობას ზელენსკის გადააბრალებს, ამას მალე ვნახავთ." - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, 16 აგვისტოს ანკორიჯში ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმება არ არის, მაგრამ „დიდი პროგრესია“ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში
ევროპელი ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა და აშშ-მ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა