რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს.  

"შეხვედრა ალასკაში 
პირველი შედეგები

1. აღდგა რუსეთსა და აშშ-ს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრების სრულფასოვანი მექანიზმი. სიმშვიდე, ულტიმატუმებისა და მუქარის გარეშე.

2. რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გააცნო აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ჩვენი პირობები.

3. თითქმის სამსაათიანი საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის ესკალაციაზე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

4. მნიშვნელოვანია: შეხვედრამ დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წინაპირობების გარეშე და ახალი მსოფლიო ომის გაგრძელების პარალელურად.

5.   მთავარი: ორივე მხარემ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა“, " -  წერს მედვედევი ტელეგრამარხში