ტრამპი და პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ.
ალასკის აეროდრომზე თვითმფრინავებიდან თითქმის ერთდროულად გადმოსვლის და გულთბილი მისალმების შემდეგ პრეზიდენტები ერთად გაემგზავრნენ შეხვედრის ადგილისკენ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
მსოფლიო მოელის, რომ შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნება შეთანხმება პრინციპული საკითხების ირგვლივ და გზა გაიხსნება რუსეთ-უკრაინის ომის უახლოეს ხანში დასრულებისკენ.
პუტინის შეერთებულ შტატებში მიწვევით მოწვევით, ტრამპი რუსეთის ლიდერს ანიჭებს იმ აღიარებას, რომელსაც ის დიდი ხანია ნატრობდა, წერს „ასოშეიტედ პრესი“ და დასძენს, რომ რუსეთი და უკრაინა კვლავ უთანხმოებაში არიან მშვიდობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამ ფონზე წარმატება გარანტირებული არ არის.