სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას უკვე ჰყავს პრემიერობის კანდიდატი კანდიდატი შერჩეული, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმაურება:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი;
2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია.
შესაბამისად თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის, არც შერჩევაში და, არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი.
P.s დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან თავად განსაჯეთ.