ძალაუფლების დაბრუნების წყურვილით შეპყრობილი “პოლიტიკოსები” მორალურ საზღვრებს მიღმა არსებული ცილისმწამებლური ხერხებით ცდილობენ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენზე, ქართულ ჯარზე, მუხანათური იერიშის მიტანას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენის შექმნას, თითქოსდა ჯარზე სახელმწიფო არ ზრუნავს. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში წერს.
"მსგავსი ქმედების მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა, რაც ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა გეგმებს. სამარცხვინოც კი აღარ არ არის მსგავსი ზნედაცემულობა, ეს უკვე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობაა.
ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული დიდი საქმე დევიზით - ყველაფერი საუკეთესო ჯარს- წარმატებით გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება მინისტრის და მისი გუნდის მუდმივი ზრუნვის საგანია, რასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მოძულენი. ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს!
ყველაფერი საუკეთესო ჯარს!
დიდება გმირებს! - წერს რატი ბრეგაძე "ფეისბუკში"