ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, ისრაელის „მე-14 არხი“ და სხვა საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ირანელი ხალხისადმი მიმართვაში ხამენეი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ის და ისრაელის ქმედებები უნდა განიხილოს, როგორც ომის დანაშაულები, რომლებიც საჭიროებენ ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში დევნას. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი და ისრაელელი ლიდერების საჯარო განცხადებები მათი დანაშაულებრივ ქმედებებში თანამონაწილეობის დასტურია.
ირანის ლიდერის თქმით, 40-დღიანი ომის დროს განხორციელებული თავდასხმების გამოძიება და ირანისთვის მიყენებული ზიანის შეფასება გრძელდება.
„ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის მსგავსი დანაშაულების განმეორებას“, - აცხადებს ხამენეი.




