იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პენიტენციურ სისტემაში ახალი წლიდან განსახორციელებელ სიახლეებზე „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„ჩვენ წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც ერთგულია ევროპული ღირებულებების, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის ღირსებასა და მასზე დაფუძნებულ ყველა უფლებას.
განხორციელდა არაერთი რეფორმა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩემს წინამორბედსა და სისტემის ყველა თანამშრომელს ვუთხრა მადლობა მიღწეული შედეგებისთვის და რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო, რადგან ფუნდამენტური გარდაქმნა მოხდა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ახალი წლიდან ახალი პენიტენციური კოდექსი ამოქმედდება, რაც ევროპული სტანდარტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. უმჯობესდება როგორც პატიმრების, ასევე სისტემის თანამშრომელთა სამუშაო პირობები. გაიზრდება ხელფასები, მსჯავრდადებულებისთვის მოიხსნება სატელეფონო ზარებზე დაწესებული ლიმიტი, უფასო გახდება პაემნები და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი განათლება ციხეში.